saqarTvelos mdinareebi - laiSura
ტერიტორიული ერთეულები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
სათავე | მესხეთის ქედი |
სიგრძე | 23 კმ |
აუზის ფართობი | 117 კმ² |
მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ხანისწყლის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს მესხეთის ქედის კალთაზე, ზღვის დონიდან 2220 მ. სიგრძე 23 კმ. აუზის ფართობი 117 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში. წყალმოვარდნები - შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 3,13 მ3/წმ.